29 სექტემბერს რუსთავში დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი აიღებს სტარტს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირით ტრადიციულად 2024-2025 წლების საკალათბურთო სეზონი დაიწყება. შეჯიბრში მონაწილეობას სუპერლიგის თერთმეტივე გუნდთან ერთად წლეულს “ა” ლიგაში დაქვეითებული “რუსთავი 1991” მიიღებს.
დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები წილისყრის შედეგად 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები ნახევარფინალში გავლენ. დებულების თანახმად, ნახევარფინალში გასული გუნდები ასე დაწყვილდებიან: A1 – B1, C1 – D1.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 29-30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს გაიმართება. ნახევარფინალები 3, ხოლო ფინალი 4 ოქტომბერს ჩატარდება.
დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი იწყება









