- დვალიშვილი: "გალიის შიგნით ჯერ ომალის დავლეწავ, შემდეგ კი გარეთ მის მწვრთნელსაც".
- უელჩი: "შენზე დიდი ფეხბურთის ბურთებისთვისაც დამირტყამს".
- ო'მალი: "როცა შენ დაგამარცხებ, შემდეგ დავლეწავ შენს საუკეთესო მეგობარსაც, თუმცა მოიცადე, მე ხომ ეს უკვე გავაკეთე? სეჰუდო გეჭირა 15 წუთი, მაგრამ 0 დალეწვა".
ამერიკელი ჩემპიონი ქართველი მებრძოლის საუკეთესო მეგობარში გულისხმობს ალჯემეინ სტერლინგს, რომელიც მან გასული წლის აგვისტოში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. სწორედ "ფანკ მასტერის" დამარცხებით გახდა "შუგა" სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი. იმის შემდეგ, მან ქამარი ჩიტო ვერასთან დაიცვა.











