საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძის ტრავმის გამო აპრილის შემდეგ არ უთამაშია და სრულფასოვანი ვარჯიში ჯერაც არ განუახლებია.
"ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია არ გამაჩნია. ის ძალიან რთულ სიტუაციაშია, 7 თვეა არ უთამაშია და იმედი გვაქვს, მარტის თამაშებისთვის უკვე მზად იქნება. ნოემბრის თამაშებიც მალე მოდის და ამ პერიოდში მისი დაბრუნება ნაკლებ სავარაუდოა.
ჩაკვეტაძე ძალიან გვაკლია. მჯერა, რომ ამ რთულ პერიოდს ის ფსიქოლოგიურადაც გადაიტანს და ნაკრებში უფრო ძლიერი დაბრუნდება", - განაცხადა სანიოლმა.









