ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე იოანე აბალაკმა (+90 კგ) ჩემპიონობა იზეიმა. იოანემ ტურნირზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ქართველმა ძიუდოისტმა (+90 კგ) ფინალურ შეხვედრაში იაპონელი კაიტო ტოკიტა დაამარცხა.
ფინალამადე იოანემ ნიდერლანდელ ტომას ვან ანდიხემს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დენის კულიგინს, უზბეკ ალიბეკ დურდიევს და ჩეხ მელიჩარ შკოდას მოუგო.
საქართველოს ნაკრებს 2025 წლის ჭაბუკთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 6 მედალი აქვს. აბალაკი ჩემპიონი გახდა, გიორგი მუმლაძემ (-81 კგ) ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა, ქეთი რობაქიძე (-70 კგ),გიორგი ქარჩაიძე (+90 კგ.),ვასილ გამეზარდაშვილი (-73 კგ) და გიორგი ზურაბაშვილი (-90 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.









