სულ რამდენიმე წუთის წინ, EA SPORTS™-მა წარმოადგინა ახალი სიმულატორის, FC 25-ის გეიმფლეის პირველი ოფიციალური თრეილერი, სადაც ნაჩვენებია განახლებული მოედნის მოთამაშეებისა და მეკარის მოძრაობები, ტაქტიკები და თამაშის ის ახალი მახასიათებლები, რომლებიც FC 25-ის სიმულატორში იქნება დამატებული. თამაშის შემქმნელებმა თრეილერში ყურადღება ძირითადად რეალ მადრიდის ფეხბურთელებზე და ზოგადად, ანჩელოტის გუნდის თამაშზე გაამახვილეს.
ახალი სათამაშო სიმულატორი გაყიდვაში 27 სექტემბრიდან ჩაეშვება.