შეგახსენებთ, "შავმა ლომმა" EPCR ჩელენჯ თასის მიმდინარე გათამაშებაში 3 მატჩი ჩაატარა. ქართულმა გუნდმა პირველ ტურში ტოპ 14-ის "ვანთან" მოგებით (22:19) ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, შემდეგ კი უელსურ "სკარლეტთან" და ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერს, "ავირონ ბაიონესთან" წააგო და ჩვენ გუნდს ფლეი ოფში გასვლის მიზერული შანსი აქვს.
"ედინბურგი" "შავი ლომის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ ქოქრილის ყოფილი გუნდია. 54 წლის ინგლისელი სპეციალისტი შოტლანდიელებს 2017-2021 წლებში ავარჯიშებდა.
მატჩამდე რიჩარდ ქოქრილმა "შავო ლომის" მეტოქეზზე ისაუბრა:
“კარგი სავარჯიშო კვირა გვქონდა. განსაკუთრებული ყურადღება სიზუსტეს ეთმობოდა. არ უნდა დავუშვათ მარტივი შეცდომები, რაც მოწინააღმდეგეს ქულების აღების შესაძლებლობას მისცემს. "შავი ლომისთვის" ეს სწავლის პროცესია. როდესაც მაღალი დონის გუნდებს ეთამაშები მეტ შეცდომას უშვებ. მაგალითისთვის, ‘"ბაიონემ’" ჩვენი შეცდომები ქულებში ასახა, რამაც თამაში ძალიან გაგვირთულა. ჩვენ რომ უფრო ზუსტები ვყოფილიყავით, ასეთ შეცდომებს არ დავუშვებდით.
ეს პროფესიონალური სპორტია და ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში. "ედინბურგი" ძალიან კარგი გუნდია, მათი მოთამაშეების 50% ეროვნული ნაკრების მორაგბეა, მათ შორის ვარსკვლავები - დუან ფან დერ მერვე, დარსი გრემი...; ასევე ყავთ ძალიან კონკურენტუნარიანი ფორვარდები - სკუმანი, გილქრისთი, ჯეიმი რიჩი... ისინი ეროვნული ნაკრების მორკინალები არიან. მათ თითქმის სრული შემადგენლობა ყავთ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენენ. საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვალდებულები ვართ უფრო მეტად კონკურენტულები ვიყოთ, ვიდრე წინა კვირაში ვიყავით.
“ჩვენი მომავალი მეტოქე ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებისას, ამიტომ ჩვენის მხრიდან მნიშვნელოვანი კომპონენტები იქნება კარგი დაცვა, დარტყმა-ახურვა, მოწინააღმდეგის წნეხის ქვეშ მოქცევა. ვთამაშობთ ხელოვნურსაფარიან მოედანზე და თამაში მაღალ ტემპში წარიმართება, ამიტომ, გვჭირდება მაქსიმალური კონტროლი და მობილიზება, რათა "ედინბურგს"კონკურენცია გავუწიოთ და მოვიპოვოთ შანსები," - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.
"შავი ლომი" ედინბურგში 19 იანვარს Hive Stadium-ზე ითამაშებს. მატჩი თბილისი დროით, 17:00 საათზე დაიწყება.












