პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა და მომენტი ორივე გუნდის კართან იყო, მბაპემ გოლიც კი გაიტანა, თუმცა არ ჩათვალეს.
მეორე ნახევარში კი ბარსელონამ სრული უპირატესობა მოიპოვა, დუბლი ლევანდოვსკიმ შეასრულა, რაფინიამ და იამალიმ თითო გოლი გაიტანეს და ბარსამ 4:0 გაიმარჯვა.
ამ გამარჯვებით ბარსელონამ 30 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე ადგილოსან რეალს 6 ქულით ასწრებს.









