მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მატჩი - ელ კლასიკო ახლოვდება. 26 ოქტომბერს, ბერნაბეუზე ერთმანეთს მადრიდის რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბარსელონას დირექტორმა დეკუმ კომენტარი გააკეთა და მსაჯებისადმი კრიტიკა არ დაიშურა.
"რა თქმა უნდა, ელ კლასიკო ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი დაპირიპისრებაა და ამ მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ეს კონკრეტული მატჩი ლა ლიგის გამარჯვებულს არ გადაწყვეტს, რადგან წინ ხანგრძლივი სეზონია.
რაც შეეხება მსაჯებს, ისინი ჩვენს მიმართ ყოველთვის მკაცრები არ არისნ. რეალთან მატჩში მსაჯები საბაბი არ უნდა იყოს და მათმა ქმედებებმა მატჩზე გავლენა არ უნდა იქონიოს", - განაცხადა დეკუმ.









