სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა eLiga Georgia-ს ნახევარფინალური დაპირისპირებები, სადაც მაყურებელმა სამგურალი-დილა გორისა და ტორპედო ქუთაისი-იბერია 1999-ს მატჩები იხილა.
გორის დილამ სამგურალს 3 მატჩის ჯამში აჯობა და ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა (9-5, 6-6, 7-2), ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვება იბერია 1999-ს დარჩა (7-3, 4-2).
eLiga Georgia-ს ფინალი 13 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. LIVE-ს ყურება GCFF იუთუბ არხზეა შესაძლებელი.
eLiga Georgia-ს შესახებ ყველანაირი ინფორმაციის ხილვა საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი - GCFF.ge














