eLiga Georgia ერთკვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. გასულ საათებში მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი მატჩები იხილა, სადაც საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა.
გუშინ გამართულ მატჩებში გამარჯვება დინამო თბილისსა და სპაერს დარჩათ, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ სათამაშო დღეს, მაყურებელმა სამგურალის გამარჯვება იხილა, დილა-ლოკომოტივს შორის შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
იბერია 4-5 დინამო თბილისი
სპაერი 9-2 დინამო ბათუმი
დილა გორი 3-3 ლოკომოტივი თბილისი
რუსთავი 6-8 სამგურალი
4 სათამაშო ტურის შემდეგ, ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს - სამგურალს ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს.
სატურნირო ცხრილი:
მაყურებელი მომდევნო მატჩებს 9-10 მარტს იხილავს.
eLiga Georgia-ს შესახებ ყველანაირი ინფორმაციის ხილვა ტურნირის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი - GCFF.ge
ვიდეო კონტენტის ხილვა კი საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზეა შესაძლებელი.















