სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა eLiga Georgia-ს ფინალი, სადაც მაყურებელმა გორის დილასა და იბერია 1999-ს დაპირისპირება იხილა.
საბოლოო ჯამში ფინალური დაპირისპირება სანახაობრივი და საკმაოდ დაძაბული გამოდგა, სადაც გამარჯვება იბერია 1999-ს დარჩა.
დათუნა ბერიამ მთლიანი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფინალში გამარჯვებაც დაიმსახურა.
დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იბერია 1999 ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, პირდაპირ მიიღებს მონაწილეობას e-ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ორგანიზებას უწევს EA Sports. დათუნა ბერია ჩემპიონთა ლიგაზე 15-17 მაისს იასპარეზებს, პირველი ეტაპი კი მანჩესტერში გაიმართება.














