eLiga Georgia გრძელდება! მაყურებელმა გასულ ორ დღეში კიდევ 4 მატჩი იხილა, სადაც საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა.
დინამო თბილისი 6-5 თელავი
გაგრა 1-7 სამგურალი
სპაერი 2-4 მეშახტე
დილა გორი 5-5 ტორპედო ქუთაისი
სატურნირო ცხრილი 3 ტურის შემდეგ ასე გამოიყურება:
ჩემპიონატს უდანაკარგოდ სამგურალი და იბერია 1999 ლიდერობენ. 3 ტურის შემდეგ 0 ქულით მხოლოდ დინამო ბათუმი და თელავი არიან.
მაყურებელი მომდევნო ტურის მატჩებს 2 და 3 მარტს იხილავს.
eLiga Georgia-ს შესახებ ყველანაირი ინფორმაციის ხილვა ტურნირის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი - GCFF.ge
ვიდეო კონტენტის ხილვა კი საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზეა შესაძლებელი.
ფოტო: საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია.















