eLiga Georgia-ში მე-5 ტური დასრულდა, სადაც მაყურებელმა საინტერესო და სანახაობრივი მატჩები იხილა.
16-17 მარტს გამართულ შეხვედრებში გამარჯვება სამგურალს, გორის დილას, ქუთაისის ტორპედოსა და გაგრას დარჩათ.
შედეგები:
დილა გორი 7-1 თელავი
სამგურალი 8-6 მეშახტე
დინამო თბილისი 3-6 გაგრა
ტორპედო ქუთაისი 8-2 რუსთავი
5 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ სამგურალი ლიდერობს, რომელსაც ხუთიდან ხუთი მოგება აქვს.
სატურნირო ცხრილი:
მაყურებელი მომდევნო ტურის მატჩებს 24 მარტს იხილავს.
eLiga Georgia-ს შესახებ ყველანაირი ინფორმაციის ხილვა ტურნირის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი - GCFF.ge
ვიდეო კონტენტის ხილვა კი საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზეა შესაძლებელი.














