მოგეხსენებათ, გოგლიჩიძე იუვენტუსთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმში შევიდა, რის შემდეგაც ემპოლიმ 4 გოლი გაუშვა.
"რატომ არ იყო ძირითადში გოგლიჩიძე? - ამაზე პასუხი სხვა ადამიანებს უნდა მოსთხოვოთ. ამ მატჩისთვის ძირითადში ის ფეხბურთელები დავაყენე, რომლებიც თავდაჯერებულები იყვნენ.
გოგლიჩიძეს ფიზიკური მომზადების პრობლემები ჰქონდა, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, მოედანზე შესულმა გუნდის წარმატებაში შენი წვლილის შეტანისთვის უნდა იბრძოლო", - განაცხადა ემპოლის თავკაცმა.










