მადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა, დინ ჰაუსენმა ლივერპულთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რას ნიშნავს ენფილდზე თამაში, ესპანელმა უკანახაზელმა აღნიშნა, ეს არის უბრალოდ მოედანი, რომელზეც მას აქამდეც უთამაშია.
"ენფილდი? აქ ადრეც მითამაშია. არ მაქვს არავითარი პრობლემა, ეს უბრალოდ საფეხბურთო მოედანია. შედეგს დებენ ფეხბურთელები და არა სტადიონი. სიმართლე გითხრათ, ჩვენთან უფრო მომწონს ვარჯიში, ვიდრე იქ."
ესპანელი ცენტრალური მცველის განცხადებას მერსისაიდელ გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუხსენეს მისი ბოლო ვიზიტი ენფილდზე, როცა ბორნმუთის მოთამაშის რანგში "სამეფო კლუბის" უკანახაზელი 0:3 განადგურდა.









