მატჩში ერთადერთი გოლი მალევე გავიდა, მე-14 წუთზე ებერეჩი ეზემ საკუთარი გუნდის წინ გაყვანა მოახერხა. ამის შემდეგ ლივერპულმა შეტევები გააძლიერა, თუმცა კლოპის გუნდმა სტუმრების დაცვას ვერაფერი მოუხერხა.
ამ მარცხის შემდეგ ლივერპულის საქმე ძალიან გართულდა. მანჩესტერ სიტისთან ჩამორჩენა 2-ქულამდე გაიზარდა და თუ არსენალი თავის თამაშს მოიგებს, პირველ ადგილთან ჩამორჩენა 3-ქულამდე გაიზრდება.









