შეთანხმება შედგა — ენჯ პოსტეკოგლუ ნოტინგემ ფორესტს ჩაიბარებს! 60 წლის სპეციალისტს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც მხარეებს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება.
60 წლის გამოცდილ მწვრთნელსა და ნოტინგემ ფორესტს შორის დიდი ალბათობით 18-თვიანი კონტრაქტი გაფორმდება.
შეგახსენებთ, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ ნოტინგემ ფორესტი რამდენიმე საათის წინ დატოვა. პორტუგალიელ სპეციალისტს, რომ კლუბის მფლობელთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ეს რამდენჯერმე დადასტურდა და როგორც ჩანს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
რაც შეეხება ენჯ პოსტეკოგლუს, ავსტრალიელის ბოლო კლუბი ტოტენჰემი იყო, სადაც ევროპა ლიგის მოგება მოახერხა.









