დღეს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ორი შეხვედრა გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში შედგება, სადაც ტორპედო დინამო ბათუმს უმასპინძლებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, სეზონის სტარტის შემდეგ, ტორპედომ ქულების დაგროვება დაიწყო და უკვე მე-5 პოზიციას იკავებს. დღეს გამარჯვების შემთხვევაში კი ლიდერებთან სხვაობას კიდევ შეამცირებს.
რაც შეეხება დინამო ბათუმს, წინა ტურში მათ სეზონის პირველი შეხვედრა ლიდერ იბერიასთან წააგეს და ჩემპიონატში უკვე ზედიზედ 4 შეხვედრაა არ მოუგიათ.
ამ გუნდების მატჩი პირველ წრეში ბათუმში შედგა და მათივე გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ტორპედოს მიზანი რევანშის აღებაა.
პარალელირად, დღეს ლიდერი იბერია საკუთარ მოედანზე სამგურალს მასპინძლობს და მორიგი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
მე-14 ტურის კალენდარი
11 მაისი
20:00 იბერია-სამგურალი
21:00 ტორპედო-დინამო ბათუმი
12 მაისი
19:00 გაგრა-კოლხეთი
20:00 თელავი-დილა
21:00 გარეჯი-დინამო თბილისი









