დღეს კი ყველა ფავორიტმა ქულები დაკარგა. იმერულ დერბიში ქუთაისის ტორპედო სამტრედიას ესტუმრა და უგოლო ფრე ითამაშა. ბოლო წუთებზე სამტრედიას მოგებაც შეეძლო და რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა რეალიზება ვერ შეძლეს.
დინამო თბილისი სტუმრად სამგურალთან დაწინაურდა და თითქოს ყველაფერი მათ ხელში იყო, თუმცა სამგურალმა ქამბექი გააკეთა და 3:1 გაიმარჯვა.
მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა დინამო ბათუმმა. ისინი კოლხეთს 2:0 უგებდნენ, როცა 10-წუთიან მონაკვთში ორი ბურთი გაუშვეს და ფრედ 2:2 ითამაშეს.











