სამტრედიამ სტუმრად სამგურალთან 1:0 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამტრედიელებს დარჩენილ ტურებში აუცილებლად სჭირდებათ ქულები, რათა უმაღლესში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლონ.
თავის მხრივ, კოლხეთმა ტორპედოს სენსაციურად სძლია და 3:1 დაამარცხა. ამ შედეგმა სატურნირო ცხრილში ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად ის, რომ ტორპედოს საჩემპიონო შანსები შეუმცირდა.
ამას ისიც დაემატა, რომ იბერიამ სტუმრად დინამო ბათუმთან 1:0 გაიმარჯვა, სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა და მხოლოდ ერთი გამარჯვება სჭირდება, რათა ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდოს.
დილასა და დინამო თბილისის მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გორელებმა ბოლო წამზე გატანილი გოლით 1:0 მოიგეს.









