აუტსაიდერების მატჩი გაგრასა და სამტრედიას შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა.
დღის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე შედგა, სადაც ლიდერმა იბერიამ დინამო თბილისი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა.
ანგარიში სილამ პირველივე წუთზე გახსნა. 6-წუთიან შუალედში მაისურაძემ ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნიდან გააძევეს და დინამოს საქმე უფრო გართულდა.
32-ე წუთზე მამაგეიშვილის გადაცემით სილამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხვალ, 31-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება - დინამო ბათუმი თელავს უმასპინძლებს, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები - დილა და ტორპედო კი ერთმანეთს გორში დაუპირისპირდებიან.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









