ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც იბერიამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა.
იბერიელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მომენტებიც შექმნეს, თუმცა საქმე გოლამდე არ მივიდა.
იგივე სცენარი იყო მეორე ნახევარსიც. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ტორპედოს მთელი თამაში კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.
საბოლოოდ, გოლი ვერცერთმა გუნდმა ვერ გაიტანა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
საინტერესო მატჩები შედგა თელავში, სადაც ადგილობრივმა თელავმა კოლხეთს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ნიკოლოზ ქუთათელაძის მიერ გატანილ ულამაზეს ბურთს გამოცდილმა დაჩი ცნობილაძემ უპასუხა.









