იბერიას შანსი ჰქონდა, რომ ჩემპინობა ამ ტურშივე ეზეიმა, თუმცა კოლხეთს შინ ვერ მოუგო და ზეიმი გადაიდო. ანგარიში კოხრეიძემ გახსნა. კოლხეთმა ანგარიში გაათანაბრა და თბილისელებს ბოლოს წინ გასვლაც შეეძლოთ, თუმცა კოხრეიძემ პენალტი გააცუდა და მატჩი 1:1 დასრულდა.
მიუხედავად წყალტუბოელების დიდი უპირატესობისა, თელავში გამართული მატჩი თელავსა და სამგურალს შორის, უგოლოდ დასრულდა.
სამაგიეროდ, ტორპედომ დამაჯერებლად 2:0 გაგრასთან მოიგო და საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებს. თან, ტორპედო 10 კაცით თამაშობდა.









