ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს.
მაისის თვის საუკეთესო გოლად გულშემატკივრებმა ფოთის კოლხეთის ფორვარდის ლადო ჩიხრაძის მიერ იბერიას კარში გატანილი გოლი დაასახელეს.
"ვფიქრობ, ისეთი გუნდი ვართ და ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომ შეგვიძლია ეს რთული მომენტი გადავლახოთ და მოგებები დავიწყოთ. რაც შეეხება ჩემს გოლს, პირველ რიგში მადლობა გულშემატკივრებს, ვინც ხმა მომცა. მძიმე ტრავმების შემდეგ დავბრუნდი და ასეთი გოლი გავიტანე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ვეცდები თავი მომავალშიც გამოვიჩინო", - აღნიშნა ჩიხრაძემ ჩვენთან საუბარში.









