ანგარიში მარიო ბალბურდიამ მე-6 წუთზე გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე ინიგო მარტინმა ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ფრანსუა ეკონგოლომ გაიტანა - 1:2. ამ გამარჯვებით სამტრედია უშუალო კონკურენტებს მიუახლოვდა და დარჩენის შანსები გაეზარდა.
ტური საკმაოდ უხვგოლიანი მატჩით დაიწყო, სადაც სამგურალმა იბერიას უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა. მატჩის გმირი გამოცდილი ირაკლი სიხარულიძე იყო, რომელმაც ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
გათამაშების ლიდერმა ქუთაისის ტორპედომ სტუმრად თელავი დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა. ქუთაისელთა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა დუბლი გაიფორმა და კვლავ ბომბარდირთა სათავეშია.
ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გორის დილამ კოლხეთთან დასანანი ქულები დაკარგა. გორელები 2:0 იგებდნენ, ბოლო 15 წუთში 2 ბურთი გაუშვეს და მატჩი 2:2 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ორივე გუნდის კართან იყო, გაგრასა და დინამო თბილისის მატჩი 0:0 დასრულდა.









