ეროვნული ლიგის მე-8 ტურში გამართული მატჩი ქუთაისის ტორპედოსა და წყალტუბოს სამგურალს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში ანრიჩმა გიორგი არაბიძის გადაცემით ახსნა, არაბიძემ ტაიმის ბოლოს თავადაც გაიტანა, მეორე ნახევარში თავი ბასილაძემ გამოიჩინა, ანდრიჩმა კი დუბლი შეასრულა.
მე-80 და 87-ე წუთებზე შერიფმა და მამუჩაშვილმა ტორპედოს ბრწყინვალე თამაში დააგვირგვინეს, პრესტიჟის გოლი გიორგი გოგოლაშვილმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით ტორპედომ 11 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.









