ტური სამტრედიაში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა თელავს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, სტუმრებმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს.
თორნიკე მორჩილაძემ ბურთი კუთხურიდან ჩაახვია, ნიკო აბულაძის საჯარო დარტყმით რიკოშეტი იყო და ანგარიში გათანაბრდა. შეხვედრა კი საბოლოო წერტილი პერუციმ დაუსვა - 1:2.
გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა იბერიამ საკუთარ მოედანზე გაგრა დაამარცხა. 7-წუთიან ინტერვალსი გოლები შოთა ნონიკაშვილმა და შეიკნე სილამ გაიტანეს, სხვაობა ქიმაძემ შეამცირა, თუმცა მეორე ტაიმსი ცოტნე კაპანაძემ ლამაზი გოლი გაიტანა და იბერიას მორიგი ქულები - მოუტანა 3:1.
გუნდის ლიდერის, გიორგი არაბიძის გარეშე დარჩენილმა ტორპედომ სამგურალთან გაიმარჯვა. წყალტუბოელები წინ გავიდნენ, რის შემდეგაც ტორპედო სრულ უპირატესობას დაეუფლა და სამი გოლი გაიტანა. ნინკოვიჩის, იონსენისა და ბასილაძის გოლებით ქუთაისელებმა 3:1 გაიმარჯვეს.
მეორე სათამაშო დღეს, საქმეში დინამოები ჩაერთვნენ. დინამო თბილისმა ქულები შინ ფოთის კოლხეთთან დაკარგა და უგოლო ფრე ითამაშა. უგოლოდ დასრულდა დილასა და დინამო ბათუმის დაპირისპირებაც.









