იბერია საკუთარ მოედანზე გორის დილას მიიღებს. ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და შესაძლოა, ეს მატჩი ორივესთვის გადამწყვეტი გამოდგეს.
იბერიას 64 ქულა აქვს და ლიდერია, დილას კი 59 ქულა აქვს და, ფაქტობრივად, ბოლო შანსია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელოს.
ასევე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სტადიონზე ჩემპიონობისთვის მებრძოლი ტორპედო დინამო ბათუმს დაუპირისპირდება.
ვინაიდან ტორპედოს კონკურენტები ერთმანეთს ეთამაშებიან, ქუთაისელებს დღეს გამარჯვება სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმს დიდი მოტივაცია აღარ აქვს, გუნდში ახალი მწვრთნელი, გია ჭიაბრიშვილი მივიდა და მათი მიზანი ყველა დარჩენილი მატჩის მოგებაა.
19:00 იბერია-დილა
20:00 ტორპედო-დინამო ბათუმი









