ბოლოადგილოსანმა სამტრედიამ დინამო თბილისთან სტუმრად ფრე ითამაშა, კონკურენტ გაგრასთან სხვაობა 6-ქულამდე შეამცირა და გადარჩენისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო. იმერლებს ახალი მწვრთნელის ხელი დაეტყოთ. ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით, სამტრედიამ ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა.
იბერიამ სტუმრად ლიდერი დილა 1:3 დაამარცხა და საჩემპიონო შანსები შეინარჩუნა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე გიორგი კოხრეიძე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. კოლხეთისა და თელავის მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ბათუმი არენაზე საკმაოდ დაძაბული შეხვედრა შედგა. დინამო ბათუმი იგებდა, უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა ბოლოს დაისაჯა და მატჩი 1:1 დასრულდა, ქუთაისელთა მხრიდან ქულის მომტანი გოლი იონსენმა გაიტანა, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირია.

აღსანიშნავია ისიც, რომ დინამო ბათუმის ფეხბურთელმა დიტო ფაჩულიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და არ გაუმართლა, რადგან შორეული დარტყმებით ბურთი ძელს 3-ჯერ გაარტყა. ამის მიუხედავად, ტურის სიმბოლურ გუნდში მაინც მოხვდა.
სამგურალმა ერთ-ერთ აუტსაიდერ გაგრას 1:3 მოუგო. მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი ლუკა ხორხელი იყო. ხორხელი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. წინა ტურში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და 10 ქულა მიიღო, ამ ტურში კი 8.3 შეფასება.
23-ე ტურის სიმბოლური გუნდი
სატურნირო ცხრილი










