დღეს, ეროვნული ლიგის მე-9 ტური იწყება, ამ ტურის დასრულების შემდეგ კი პირველილ წრე მორჩება.
წრის ბოლო ტური დინამო არენაზე გაიხსნება, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და გორის დილა დაუპირისპირდებიან.
დინამომ უკვე ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო, თან ორივე უშუალო კონკურენტ იბერიასთან და ტორპედოსთან და საკუთარ მოედანზე ამ ცუდი სერიის დასრულებას შეეცდება.
გორის დილამ კი ეს სეზონიც სტაბილურად კარგად დაიწყო, 17 ქულით მესამე პოზიციაზეა და ლიდერებს შორისაა.
როგორც უკვე ვთქვით, მე-9 ტურის პირველი მატჩი დინამოსა და დილას შორის შედგება, დანარჩენი 4 შეხვედრა კი უკვე შაბათს გაიმართება.
მე-9 ტურის კალენდარი
17 აპრილი 20:00 დინამო თბილისი-დილა
19 აპრილი 15:00 გაგრა-იბერია 17:00 კოლხეთი-დინამო ბათუმი 19:00 სამგურალი-თელავი 20:00 გარეჯი-ტორპედო









