ხვალ, ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავს.
ლუქსემბურგთან შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაკრებში შესაბამისი მოტივაციაა:
"გუშინ დავიწყეთ შეკრება. მოხარული ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ ამ გადამწყვეტ ეტაპზე. ყველა მოტივირებულია, ყველამ ვიცით, თუ რამხელა დონის თამაშია, თუმცა ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვემზადოთ ისე, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით," - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლე-ოფის ნახევარფინალურ მატჩში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს "დინამო არენაზე" 21 მარტს უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ლუქსემბურგის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლეიოფის ფინალში გავა, სადაც საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და თუ ფინალსაც მოიგებს, ჩვენი გუნდი, არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია