ჩემპიონთა ლიგის ფაზის ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-მ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ლევერკუზენი 2:7 გაანადგურა.
მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"ერთ ფეხბურთელზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა ახლა თამამად ვიტყვი, რომ ვიტინია უბრალოდ საოცრებაა. ის ყოველთვის აკეთებს და აკონტროლებს იმას, რაც იმ მომენტში გვჭირდება.
მის გარდა, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ეს დასაფასებელია. გასული სეზონიდან გამოყოლილი თავდაჯერება გვაქვს, რაც ბევრ რამეში გვეხმარება.
გასულ სეზონში სტარტი საკმაოდ მძიმე გვქონდა, წელს კი კარგად დავიწყეთ და ჩვენი მიზანი უცვლელია.
უკვე ვიცით, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია და მზად ვართ, რომ ამ ხანგრძლივ და მძიმე სეზონს კარგად შევხვდეთ", - განაცხადა ენრიკემ.









