როგორც მოგეხსენებათ, სიმონე ინძაგიმ დატოვა ინტერ მილანი და მუშაობა ალ-ჰილალში გააგრძელა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი იტალიელი სპეციალისტის ხელფასი რიადში ასტრონომიული 26 მილიონი ევრო იქნება. საკლუბო სამყაროში არის მხოლოდ ერთი დამრიგებელი, რომელიც "ნერაძურის" ყოფილ თავკაცზე მაღალანაზღაურებადი არის.
საუბარია დიეგო სიმეონეს შესახებ, რომელიც მადრიდის ატლეტიკოსგან ყოველწლიურად 34 მილიონ ევროს იღებს. სამეულს ხურავს მანჩესტერ სიტის დამრიგებელი, პეპ გუარდიოლა, 24.8 მილიონით. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპეციალისტთა 5-ეული.
| მწვრთნელი | ანაზღაურება | კლუბი |
| დიეგო სიმეონე | 34 მილიონი ევრო | ატლეტიკო |
| სიმონე ინძაგი | 26 მილიონი ევრო | ალ-ჰილალი |
| პეპ გუარდიოლა | 24.8 მილიონი ევრო | მანჩესტერ სიტი |
| მიკელ არტეტა | 18.7 მილიონი ევრო | არსენალი |
| სტეფანო პიოლი | 15.5 მილიონი ევრო | ალ-ნასრი |









