ზოგადად, 80-იანების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისის "როსონერი" ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდად მიიჩნევა. მათ მოასწრეს 4 სკუდეტოს, 3 ჩემპიონთა თასისა და კიდევ არაერთი ტიტულის მოგება. იმ ფორმაციის "შავ-წითლების" ბირთვს სწორედ ნიდერლანდური ტრიო წარმოადგენდა.
ვან ბასტენი "ეშმაკებში" თამაშობდა 1987-1995 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 205 შეხვედრაში 129 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 2 სეზონი ნიდერლანდელმა ფორვარდმა ტრავმის გამო გამოტოვა. გულიტმა, 1987-1994 წლებში, 171 მატჩში გაიტანა 56 ბურთი, რაიკაარდმა კი 1988-1993 წლებში, 201 მატჩში 26 ბურთი.

იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











