ლონდონის ჩელსის ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ ანტონიო კონტე გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ამ დუეტმა ერთად პრემიერ ლიგა მოიგო, მაგრამ შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა და ესპანელმა ფორვარდმა იჩხუბეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს "არისტოკრატების" დატოვება მოუწია.
"კონტე თვლის, რომ მან ყველაფერი იცის და არავის ენდობა. მასთან ერთად ვერ იღებ სიამოვნებას ფეხბურთის თამაშისა და ვარჯიშისგან. ანტონიო გაბოროტებულია, მოწყენილი სახით. არავის უნდა მასთან მუშაობა, რის შედეგადაც დიდი ხნით ის ვერსად გაჩერდა.
პირადად მე მოურინიო ბევრად უფრო მომწონს. იტალიელი მწვრთნელისგან განსხვავებით, ის გაძლევს ენერგიას და არა გაცლის. მასთან მუშაობით ბედნიერი ხარ, ამას კი ნეაპოლელთა ამჟამინდელ სპეციალისტთან ვერ იგრძნობ."









