სათამაშო გეგმაზე
"ხვალინდელ მატჩში ბევრ შეტევას იხილავთ. უკრაინა ძლიერი ნაკრებია და ეს წინა მატჩშიც გამოჩნდა. უფრო აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე წინა შეხვედრაში - ეს ყველაზე მთავარი კომპონენტია, რითაც წარმატების მიღწევა შეგვიძლია."
დაცვის ხაზი
"სამწუხაროდ, გოგლიჩიძე და დვალი არ გვეყოლება, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც მათი შეცვლა შეუძლიათ."
კონტრაქტის გახანგრძლივებაზე
"ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. წინ ბევრი გეგმა გვაქვს. ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების მიქსი გვაქვს. შანსი უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მივცეთ, რომლებიც სამომავლოდ ჩვენი ნაკრების შეუცვლელი წევრები იქნებიან. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ ამხანაგური მატჩები ხშირად აღარ გვაქვს და ყოველი მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, გასულ წელს ტაილანდთან ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, ასეთი თამაში იშვიათად გვექნება."
ჯგუფიდან გასვლის შანსებზე
"ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ, საუკეთესო თამაშები ვანახოთ და შედეგიც მოვა. რა თქმა უნდა, მიზანი ორივე შეხვედრის მოგება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ამის გაკეთება ყველას შეგვიძლია."









