გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში, მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე მაინცი მიიღო და მეტოქე 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის ანგარიში 27-ე წუთზე სანემ გახსნა, მე-40 წუთზე ოლსიემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 84-ე წუთზე, დაიერმა აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.
ბაიერნი 3-0 მაინცი
გოლები: 1-0 სანე (27'), 2-0 ოლისე (40'), 3-0 დაიერი (84')
31 მატჩის შემდეგ, ბაიერნს 75 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში, რეკორდმაისტერი ლაიპციგს ესტუმრება და ჩემპიონობის განაღდებას შეეცდება.









