მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელა ტონი კროოსმა თავის კარიერაში გამორჩეული თანაგუნდელები დაასახელა.
"ვინისიუსთან, მილიტაოსთან და კაზემიროსთან თავს თავიდანვე კარგად ვგრძნობდი როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. მათ გერმანელებისგან სრულიად განსხვავებული წესი აქვთ.
განსაკუთრებით გამოვარჩევდი ვინისიუსს, რომელთან ერთად თამაშიც მარტივი იყო, ერთმანეთს კარგად ვუგებდით და ქიმია გვქონდა.
ხშირად ვსარგებლობდით იმით, რომ ვინისიუსს გაქცევა შეეძლო, მე კი პასებით ვამარაგებდი', - განაცხადა კროოსმა.
მოგეხსენებათ, კროოსმა მადრიდის რეალთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.









