საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე ნანტს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ გააკეთა და თანაგუნდელებს მიმართა.
"გოლი, რომელიც ნანტთან შეხვედრაში გავუშვით, არაფერში არ ჯდება. ეს აღარ უნდა განმეორდეს, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე.
ბურთის მარტივად დაკარგვა ჩვენს გეგმებში არ შედის და უნდა გამოვასწოროთ.ბურთის კონტროლში ჩვენი ფეხბურთელები ერთ-ერთი გამორჩეულები იყვნენ და ძველ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ. ჩემპიონთა ლიგის ნახეავრფინალში შეცდომებს არავინ გვაპატიებს"
შეაგხსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს პსჟ 29 აპრილს, სტუმრად არსენალის წინააღმდეგ ჩაატარებს.









