ზაფხულში ვალენსიას რომ მამარდას შენარჩუნება გაუჭირდება, ეს ახალი ამბავი არაა. ნიუკასლისა და ატლ. მადრიდის ინტერესი უკვე დადასტურდა და მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც. ესპანური გუნდი გიორგის €35-40 მილიონად აფასებს.
მატჩის შემდეგ კი, გიორგისა და ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის, საინტერესო დიალოგი შედგა:
ჟურნალისტი: "დარჩებით ვალენსიაში?"
მამარდაშვილი: "ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული."
როგორც ჩანს, ვალენსია გიორგის გაყიდვას სერიოზულად განიხილავს და მომდევნო სეზონში, დიდი შანსია, 23 წლის მეკარე, სხვა გუნდში ვიხილოთ.
😓 "No depende de mí".
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) May 13, 2024
🗣️ Mamardashvili responde a @german_ml23 sobre su futuro en el Valencia. pic.twitter.com/BWsgaG73f3









