როგორც მოგეხსენებათ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. ვარსკვლავური მარჯვენა მცველი მისთვის მშობლიურ ლივერპულს უკვე დაემშვიდობა. ამ ფაქტს გამოეხმაურა მო სალაჰი, რომელიც ინგლისელი განაპირა მცველის გვერდით წლების მანძილზე თამაშობდა.
"მოხარული ვარ, რომ შენს გვერდით თამაშის ბედნიერება მქონდა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ მეგობარი და დარწმუნებული ვარ, ეს დასასრული არ არის. კიდევ შევხვდებით და ერთადაც ვითამაშებთ. წარმატებები კარიერის ახალ ეტაპზე"
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველის მსგავსად, მერსისაიდის დატოვებასთან ახლოს ეგვიპტელი თავდამსხმელიც იყო. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ "წითლების" ლიდერმა კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივა 2 სეზონით, 26 წლის განაპირა მცველმა კი "სამეფო კლუბი" აირჩია.









