"წინა მატჩებში სტარტი გვიჭირდა, ახლა კი ეს გამოვასწორეთ. სომხეთთან თამაში თავიდანვე აქტიურად დავიწყრთ და ეს გამოდგა გადამწყვეტი, რის გამოც ასე მოვიგეთ.
მიქაუტაძის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბრწყინვალე ფორმაშია და მისი ეს შესაძლებლობები დღეს მოედანზე გამოგვადგა.
რა თქმა უნდა, დინამო არენაზეც იგივე თამაშს უნდა ველოდოთ. თან კაშია და კვარაცხელია გვიბრუნდებიან და ცვლილებებიც იქნება", - განაცხადა სანიოლმა.









