დღეს სტარტი აიღო თბილისის გრანდ სლემმა ძიუდოში, სადაც მონაწილეობას 51 ქვეყნის 386 ძიუდოისტი იღებს.
პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებმა 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - მესამე ადგიოზე 66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე გიგაური გავიდა. 19 წლის ქართველმა დაჯილდოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ეს ჩემთვის პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო დიდებში და ბედნიერი ვარ, რომ ბრინჯაოს მედალო მოვიპოვე. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან და გვაძლიერებენ.ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი,მათ შორის ოლიმპიადაზე მოსახვედრად, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ" - თორნიკე გიგაური.














