საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ამერიკელი ახალწვეული მარკის რიდი ქართველი გულშემატკივრის წინაშე დებიუტის შემდეგ “ინსტაგრამზე” მადლიერების პოსტს აქვეყნებს:
„ეს რა გამოცდილება იყო! მადლობა საქართველო, შესაძლებლობის მოცემისთვის, ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით წარმომედგინა. ჩვენ სამუდამოდ ოჯახი ვიქნებით. შევხვდი შესანიშნავ გუნდს და დიდებულ გულშემატკივრებს, რომლთაც საოცარი მხარდაჭერა მანახეს. მოუთმენლად ველი, ისევ გამეორებას."
შეგახსენებთ, მარკის რიდმა დანიასთან ორ მატჩში 37 ქულა ჩააგდო.
ჩვენმა ნაკრებმა ორივე შეხვედრა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს, საქართველოს ნაკრები ტურნირზე მოსახვედრად მორიგ ეტაპზე იბრძოლებს.









