ქოვენთრისთან გამართულ შეხვედრაში ჩაკვეტაძე მოედნიდან მე-80 წუთზე საკაცით გაიყვანეს.
"ადრეული ნიშნები კარგია და საგანგაშო არაფერია. როგორც ჩანს, ჩაკვეს წელზე ჰქონდა პრობლემები. ეს არ არის ის, რაც ყოველდღიურად გვემართება და შედარებით საშინელი ტკივილებია, თუმცა კარგია, რომ სერიოზული ტრავმა არ არის.
როგორც გითხარით, ჩაკვეტაძემ მოედანი წელის ტკივილის გამო დატოვა, მდგომარეობა სტაბილურია და ახლა გასახდელში ზის", - განაცხადა კლევერლიმ.
ჩემპიონშიფში გამართული მატჩი უოტფორდსა და ქოვენთრის შორის, 1:1 დასრულდა. ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა.










