შეხვედრის ორივე გოლი სამეფო კლუბმა პირველივე ტაიმში გაიტანა — 30-ე წუთზე ანგარიში ბელინგემმა გახსნა, ხოლო 8 წუთში მბაპემ აიღო ხეტაფეს კარი და რეალმა მარტივი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
14 მატჩის შემდეგ, რეალს 33 ქულა აქვს, ბარსელონას 1 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა, ანჩელოტის გუნდს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში მადრიდელები ბილბაოს ატლეტიკს ესტუმრებიან.









