ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი 57 კგ. წონითი კატეგორიის ლიდერია.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში ლიპარტელიანს 5021 ქულა აქვს.
გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) მე-10 ადგილზეა. 66 კგ. კატეგორიაში თორნიკე გიგაური 32-ე ადგილზეა, ვაჟა მარგველაშვილი კი 33-ე.
ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) 8 პოზიციით დაწინაურდა და ამ დროისთვის, მე-11 ადგილზეა.
ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) მეორეა, აღნიშნულ წონაში პირველ პოზიციას რუსი აბაზოვი იკავებს.
-90 კგ. კატეგორიაში ლუკა მაისურაძე მე-3 პოზიციაზე დაწინაურდა. ლაშა ბექაური კი მეოთხეა.
ილია სულამანიძე (-100 კგ.) მე-14 ადგილზეა.
მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი 5 პოზიციით დაწინაურდა და მე-2 ადგილზეა, პირველი რუსი ტასოევია.









