24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ცნობისთვის, ეთერ ლიპარტელიანი კარიერაში პირველად გახდა გრანდ სლემის ჩემპიონი.
ხვალ თბილისის გრანდ სლემზე მედლები ვაჟთა 73, 81 და ქალთა 63 და 70 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდება და საქართველოს ღირსებას 13 ძიუდოისტი დაიცავს.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია










