როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 26-კაციანი განაცხადი ნორმა გახდება უეფას ყველა შეჯიბრებისთვის. პირველად განაცხადის ცვლილება, კოვიდის პერიოდის დასრულების შემდეგ დაიწყო. ასე იყო მატჩის დროს ცვლილების რაოდენობის გაზრდაზეც, რომელიც საბოლოოდ 5-მდე გაიზარდა და შენარჩუნდა კიდეც.
გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურია, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა (EXCO) წესის ცვლილება დაამტკიცა.
ყველა ნაკრებმა 7 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს სია, სადაც განაცხადში იქნება მაქსიმუმ 26 ფეხბურთელი.









