უეფაში ევროპის ჩემპიონატის წინ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, დასკვნით ფაზაში შევიდა. ორშაბათს დაგეგმილია სხდომა, სადაც უეფას კომიტეტი, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს ევრო 2024-ზე, გუნდების განაცხადის 26-კაცამდე გაზრდას.
როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 26-კაციანი განაცხადი ნორმა გახდება უეფას ყველა შეჯიბრებისთვის. პირველად განაცხადის ცვლილება, კოვიდის პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდა. ასე იყო მატჩის დროს ცვლილების რაოდენობის გაზრდაზეც, რომელიც საბოლოოდ 5-მდე გაიზარდა და შენარჩუნდა კიდევაც.
გადაწყვეტილება ჯერ არ არის ოფიციალური - უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა (EXCO) უნდა დაამტკიცოს წესის ცვლილება ამ კვირის ბოლომდე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება.
ევრო 2024: გუნდების განაცხადი 26-კაცამდე იზრდება









